weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პენიტენციური აცხადებს, რომ ციხის კლინიკა სრულად აღჭურვილია მოშიმშილე პაციენტის სამართავად

12:00 სამშაბათი, 16 ნოემბერი 2021

„N18 სამკურნალო დაწესებულება აღჭურვილია ყველა იმ სამედიცინო ინვენტარით, რომელიც საჭიროა მოშიმშილე პაციენტის მართვისთვის, ასევე შიმშილობის შეწყვეტის შემდგომი მართვისთვის“, – აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

ექიმი ამბობს, რომ სამკურნალო დაწესებულებას აქვს რეანიმაცია, რომელიც აღჭურვილია „თანამედროვე და უახლესი აპარატურით“. მისივე თქმით, უკვე დამონტაჟებულია კომპიუტერული ტომოგრაფი, რომელიც დაწესებულებში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის დღეს შეიტანეს.

„ეს არის ის CT აპარატი, რომელზეც ყველაზე მეტი სპეკულაცია ხდებოდა. როგორც ხედავთ კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი არის დამონტაჟებული, ის არის მუშა მდგომარეობაში და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი გამოყენება. შესაბამისად, სპეკულაციების ადგილი აღარ რჩება“, – განაცხადა ექიმმა.

მისივე თქმით, აქვთ დიალიზის აპარატი და დაწესებულებას 24-საათიან რეჟიმში ემსახურება ლაბორატორია.

„არის ბიოქიმიური ანალიზატორი, რომელზეც შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციური სინჯების ჩატარება. ასევე ადგილზეა ელექტროლიტების და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის განმსაზღვრელი აპარატი, რომელიც ზომას სხვადასხვა ელექტროლიტებს - კალიუმს, ნატრიუმს და ა.შ. შესაბამისად, ყველაფერია იმისთვის, რათა მოხდეს 24-საათიან რეჟიმში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი, მათ შორის, ლაბორატორიული თვალსაზრისით“, – ამბობს ექიმი.

N18 დაწესებულებაში შესვლის უფლება არ ეძლევათ იუსტიციის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილზე ზედამხედველობის მიზნით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრებს. სააკაშვილის ადვოკატები და ალტერნატიული კონსილიუმი ითხოვს, რომ მისი ჰოსპიტალიზაცია სამოქალაქო ტიპის მრავალპროფილურ საავადმყოფოში მოხდეს. როგორც ერთ-ერთმა ადვოკატმა, ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, N18 დაწესებულებაში „შიმშილობის შეწყვეტა უფრო საფრთხის შემცველია, ვიდრე შიმშილობის გაგრძელება“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]