weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ცხინვალიდან გადმოყვანილი გენადი ბესტაევის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

09:59 ოთხშაბათი, 17 ნოემბერი 2021

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული და გუშინ გათავისუფლებული გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალის რეანიმატოლოგმა, გიორგი გვარამაძემ განაცხადა.

ექიმის თქმით, გენადი ბესტაევი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და კომატოზურ მდგომარეობაშია.

„დადგენილია ჰემორაგიული ინსულტი. მოცემული მომენტისთვის პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა“, – განაცხადა წუხელ გიორგი გვარამაძემ.

53 წლის გენადი ბესტაევი ცხინვალიდან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გვიან ღამით გადმოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მას ინსულტი ცხინვალის ციხეში 15 ნოემბერს განუვითარდა.

საქართველოს მოქალაქე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2019 წლის 21 ნოემბერს დააკავეს, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (საზღვრის უკანონო კვეთა, ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდა) გაასამართლეს და 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ბესტაევი ავადმყოფობასთან დაკავშირებით შეიწყალა.

„უკანონო დაკავებები არა მარტო უკანონოდ ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას, არამედ რიგ შემთხვევაში საფრთხეს უქმნის ადგილობრივების სიცოცხლეს. მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე, მათი ჯანმრთელობის დაზიანებასა და ადგილზე განხორციელებულ ყველა უკანონო ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, – აცხადებენ საქართველო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]