weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მდგომარეობა ძალიან ახლოსაა იმისკენ, რომ რამდენიმე დღეში დამძიმდება – ექიმი სააკაშვილზე

10:24 ოთხშაბათი, 17 ნოემბერი 2021

სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა. ექიმებმა მიხეილ სააკაშვილი გასინჯეს, დაათვალიერეს ციხის სამედიცინო ინფრასტრუქტურა და დაწესებულების ექიმებს გაესაუბრნენ.

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად შიმშილობს. მისივე თქმით, N18 დაწესებულებაში რესპუბლიკური საავადმყოფოს ლიცენზირებული ექიმები მორიგეობენ – იქ არიან ანესთეზიოლოგები და რეანიმატოლოგები, თუმცა ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ პაციენტს მულტიპროფილური სპეციალისტები, მათ შორის, თერაპევტიც სჭირდება.

„მდგომარეობა მძიმეა ვერ ვიტყვი, რომ მაგრამ ძალიან ახლოს არის იმისკენ, რომ რამდენიმე დღეში დამძიმდება, იმიტომ, რომ მის ანალიზებში არის უკვე ისეთი ცვლილებები, რომელიც საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას და მკურნალობას.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ეს არის შექმნილი ორი კვირის წინ, არის ინტენსიური თერაპიის პალატა გაკეთებული, საკმაოდ კარგად აღჭურვილი, სტაფი გადმოყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოდან, იქ არის მორიგე ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი და მორიგე ექთანი ყოველდღე, მაგრამ უარყოფით არის ის, რომ ინტენსიური თერაპიის გამოცდილება ამ დაწესებულებას არ აქვს.

ადრე ასეთი რამ არ იყო და ისეთი პაციენტი, როგორიც არის დღეს მიხეილ სააკაშვილი, ის ჯერ არ საჭიროებს რეანიმაციულ ღონისძიებებს, მას სჭირდება ინტენსიური თერაპია. საბოლოო დასკვნებს, ალბათ ერთმანეთში შევჯერდებით, რადგან სხვადასხვა საქმეებით ვიყავით დაკავებული, მაგრამ ჩემი პირადი აზრი არის, რომ ამ დაწესებულებაში ასეთი პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი.

ბატონმა მიხეილმა ხვალ რომ გამოაცხადოს, რომ დავამთავრე შიმშილობაო და ჭამა დაიწყოს, ასე არ შეიძლება. ამას სჭირდება კონტროლი და საჭიროა მულტიპროფილური სპეციალისტები, რისი შესაძლებლობაც აქ ალბათ არ არის. ეს არის ჩემი წინასწარი დასკვნა“, – განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.

სახალხო დამცველმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის იუსტიციის სამინისტროს მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი შექმნა. ჯგუფი 8 ექიმით არის დაკომპლექტებული. მათი დასკვნა დღეს საღამოს გახდება ცნობილი.

მიხეილ სააკაშვილი 48-ე დღეა შიმშილობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]