დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4732 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1884 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 878
შიდა ქართლი – 425
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 408
ქვემო ქართლი – 295
კახეთი – 285
სამცხე-ჯავახეთი – 158
აჭარა – 136
მცხეთა-მთიანეთი – 112
გურია – 110
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 41
დღეს ქვეყანაში ინფიცირების 52 613 მიმდინარე, აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 44 824 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
- 6614 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2584, აჭარაში – 569, იმერეთში – 1370. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1660 პირი, მათ შორის, თბილისში – 642, აჭარაში – 128, იმერეთში – 512. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371 პირი, მათგან თბილისში – 214, აჭარაში – 36, იმერეთში – 33.
- 1175 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 777 – თბილისში, 239 – აჭარაში.
ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 795 847-ს. აქედან 731 996 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა. ვირუსს ჯამში 11 212 პირი ემსხვერპლა.