weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სტრასბურგის სასამართლოს მივმართეთ, რომ მესამე მხარედ ჩაგვრთოს – ლომჯარია

11:32 ხუთშაბათი, 18 ნოემბერი 2021

საქართველოს სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, რომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელთან დაკავშირებით მესამე მხარედ ჩართოს. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, თუ სასამართლო მათ თხოვნას დააკმაყოფილებს, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას წარუდგენენ. 

„ოფიციალურად მივმართეთ სტრასბურგის სასამართლოს, რომ მესამე მხარედ ჩაგვრთოს მიმდინარე დროებითი ღონისძიების განხილვის პროცესში. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი ტიპის მოთხოვნა დავაყენეთ დროებითი ღონისძიების გადაწყვეტილების პროცესში. ეს გულისხმობს იმას, რომ თუ სტრასბურგი გაითვალისწინებს ჩვენს თხოვნას, გვექნება შესაძლებლობა, სასამართლოს წარვუდგინოთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია პაციენტ და პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ მისი ეგიდით შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის გასაჯაროების შემდეგ.

„თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ არ დაკმაყოფილდება ეს მოთხოვნა, აღნიშნული დასკვნა ითამაშებს გადამწყვეტ როლს სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან პაციენტის უფლებრივი მდგომარეობის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი უსაფრთხოების და სამედიცინო დახმარების ადეკვატურობის შესაფასებლად“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და აქედან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც გლდანის მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.

10 ნოემბერს სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელთან დაკავშირებით დროებითი ღონისძიება გამოიყენა. სასამართლომ მოითხოვა, რომ საქართველოს მთავრობამ აცნობოს მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევა. ასევე, უნდა შედგეს მისი ჯანმრთელობის აღდგენის გეგმა. ამავე დროს სასამართლომ მოუწოდა მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა.

მხარეებმა დროებით ღონისძიებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ევროსასამართლოს 24 ნოემბრამდე უნდა წარუდგინონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]