კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1646 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 819
შიდა ქართლი – 422
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 387
კახეთი – 315
ქვემო ქართლი – 258
აჭარა – 190
სამცხე-ჯავახეთი – 144
გურია – 117
მცხეთა-მთიანეთი – 90
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 58
ამ ეტაპზე ინფიცირების 51 662 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 43 987 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
- 6505 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2541, აჭარაში – 567, იმერეთში – 1358. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1637, მათ შორის, თბილისში – 630, აჭარაში – 128, იმერეთში – 498. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 383 პირი, მათგან თბილისში – 222, აჭარაში – 38, იმერეთში – 34;
- 1170 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 777 – თბილისში, 227 – აჭარაში.
ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 800 293-ს. აქედან 737 316 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელებულია. დღემდე ვირუსს ჯამში 11 289 პირი ემსხვერპლა.