weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქვევრის ღვინის პირველ საერთაშორისო კონკურსზე 22–მა ღვინომ ოქროს მედალი მიიღო

11:03 სამშაბათი, 05 სექტემბერი 2017

იყალთოში ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსზე წარდგენილი ღვინის 150 ნიმუშიდან 22-მა ოქროს, 20-მა ვერცხლის და 29-მ ბრინჯაოს მედალი მიიღო.

ოქროს მედლის მფლობელ ღვინოებს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში წარადგენენ, სადაც გამოფენა „საქართველო - ღვინის აკვანი“ იმართება.

ოქროს მედლები დაიმსახურეს შემდეგმა ღვინოებმა: „ბეროზას ღვინო“ – „საფერავი“, წითელი, მშრალი, 2015; შპს „გიუაანი“ – „ქვევრის მწვანე“, თეთრი, მშრალი, 2014; ბინეხი“ „საფერავი ქვევრის“ წითელი, მშრალი, 2015 და „მწვანე ქვევრის“, თეთრი, მშრალი, 2015; მაყაშვილების მარანი“ – „კაბერნე“, წითელი, მშრალი, 2016; „თელიანი ველი“ „გლეხური“ რქაწითელი ქვევრი, თეთრი, მშრალი, 2015; კასრელი“ – „ჩიტისთვალა“, თეთრი მშრალი, 2016; „კონჭო&კო“ – „მცვივანი კახური“, თეთრი, მშრალი, 2016 და „ქისი ქვევრი“, თეთრი, მშრალი, 2014; კორპორაცია ქინძმარაული – „დურუჯი ველი“ - საფერავი, წითელი, მშრალი, 2013 და რქაწითელი, თეთრი, მშრალი, 2013; „მანაველი“ – „მწვანე პრემიუმ“, თეთრი, მშრალი, 2015; „მონასტრის ქვევრის ღვინო“ – „მწვანე“, თეთრი, მშრალი, 2015; „საგვარეულო მარანი“ – „საფერავი“, წითელი, მშრალი, 2016; „ჭოტიაშვილის ვენახები“ – „რჩეული ქვევრი“, მწვანე, თეთრი, მშრალი, 2015 და „რჩეული ქვევრი ხიხვი“, თეთრი, მშრალი, 2014; „მეღვინეობა ჩელთი“ – „ჩელეთი ქვევრის“, თეთრი მშრალი, 2016; ვიტა ვინეა“ – „ქისი“, თეთრი მშრალი, 2014; „დაქიშვილის ოჯახის ვენახები“ - თეთრი, მშრალი 2015 და წითელი მშრალი, 2015; ავთანდილ ბედენაშვილის ღვინის საწარმო - „წარაფი“, თეთრი მშრალი, 2014 და „წარაფი ქვევრი დოდო“, თეთრი, მშრალი, 2015.

ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსი იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემიაში ქვევრის ღვინის IV საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში ჩატარდა. კონკურსში საქართველოს გარდა ღვინოები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან იყო წარდგენილი, მათ შორის საფრანგეთიდან, სერბეთიდან და სლოვენიიდან.

ჟიურის წევრები ქართველი და უცხოელი პროფესიონალები იყვნენ, მათ შორის, ცნობილი ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი.

ქვევრის ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, ღვინის ექსპერტები, მაგისტრები, სომელიეები და ჟურნალისტები იღებდნენ.

სიმპოზიუმი საქართველოში 2011 და 2013 წლებში ჩატარდა. პირველი სიმპოზიუმის შედეგად გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიტანა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]