weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გასულ წელთან შედარებით უმუშევრობა 2.5%-ით გაიზარდა და 19.5%-ს შეადგენს

12:34 პარასკევი, 19 ნოემბერი 2021

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5%-ით გაიზარდა და მან 19.5% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, მეორე კვარტალში უმუშევრობის მაჩვენებელი 22.1% იყო, ხოლო პირველ კვარტალში – 21.9%.

საქსტატის თანახმად, მესამე კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 52.8% შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5%-ით მეტია, ხოლო დასაქმების დონე გაზრდილია 0.7%-ით და 42.5%-ს შეადგენს.

2021 წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 1.9%-ით, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 3.5%-ით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 2.1%-ით, ხოლო კაცებში - 2.9%-ით.

საქსტატის მონაცემებით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. მესამე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 42.4%-ს, ხოლო კაცებში 64.7%-ს შეადგენდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]