ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1663, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 809
შიდა ქართლი – 360
კახეთი – 303
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 295
ქვემო ქართლი – 279
სამცხე-ჯავახეთი – 184
აჭარა – 159
მცხეთა-მთიანეთი – 113
გურია – 98
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 55
ამ ეტაპზე ინფიცირების 53 514 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 45 870 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
- 6471 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2473, აჭარაში – 548, იმერეთში – 1365. 1630 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 382 პირი;
- 1173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
პანდემიის გავრცელების შემდეგ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 808 889 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 743 927 გამოჯანმრთელდა, 11 422 კი გარდაიცვალა.