ალასანიას თქმით, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესია და ექიმები აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ.
„სარკმელი გაღებულია, მაგრამ იმ სარკმელზე არის გისოსები, რაც ძალიან დამთრგუნველია, მით უმეტეს, იმ ფონზე, თუ რა თარიღია ხვალ. ეს სრულიად არაბუნებრივია. ჩვენ, როგორც საზოგადოება, რას ვფიქრობთ ამაზე? არის ეს ნორმალური ვითარება? არ არის“, – განაცხადა ალასანიამ ჟურნალისტებთან.
როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და მიაჩნია, რომ საზოგადოების მოთხოვნაც ასეთი უნდა იყოს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს გადაიყვანეს, რასაც წინ 50-დღიანი შიმშილობა და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება უძღოდა. იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ.