weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვარდების რევოლუციის გმირი რომ გისოსების უკან წევს, ვერ ვიქნები კმაყოფილი – ალასანია

14:17 ორშაბათი, 22 ნოემბერი 2021

„გაიხსენეთ, რა დღეა ხვალ. ვარდების რევოლუციის გმირი რომ გისოსების უკან წევს და ფანჯარას აქვს გისოსები, რა თქმა უნდა, ეს არ მომწონს, ამით ვერ ვიქნები კმაყოფილი“, – განაცხადა გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

ალასანიას თქმით, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესია და ექიმები აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ.

„სარკმელი გაღებულია, მაგრამ იმ სარკმელზე არის გისოსები, რაც ძალიან დამთრგუნველია, მით უმეტეს, იმ ფონზე, თუ რა თარიღია ხვალ. ეს სრულიად არაბუნებრივია. ჩვენ, როგორც საზოგადოება, რას ვფიქრობთ ამაზე? არის ეს ნორმალური ვითარება? არ არის“, – განაცხადა ალასანიამ ჟურნალისტებთან.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და მიაჩნია, რომ საზოგადოების მოთხოვნაც ასეთი უნდა იყოს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს გადაიყვანეს, რასაც წინ 50-დღიანი შიმშილობა და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება უძღოდა. იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]