დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5085 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1815 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 997
შიდა ქართლი – 497
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 427
კახეთი – 358
ქვემო ქართლი – 330
აჭარა – 202
სამცხე-ჯავახეთი – 152
მცხეთა-მთიანეთი – 139
გურია – 122
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 46
ამ ეტაპზე ინფიცირების 47 884 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 40 193 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
- 6588 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 1698 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 377 პირი;
- 1103 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
საქართველოში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 819 182-ს შეადგენს. აქედან 759 657 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ვირუსს ჯამში 11 615 პირი ემსხვერპლა.