weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

დაყაჩაღების მიზნით ბანკში შეჭრისთვის 22 წლის მამაკაცი დააკავეს

18:52 სამშაბათი, 23 ნოემბერი 2021
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ დაკავებულია მამაკაცი, რომელიც დღეს, თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში დაყაჩაღების მიზნით შეიჭრა. უწყების ცნობით, ბრალდებულია 1999 წელს დაბადებული გ.ტ.

როგორც შსს აცხადებს, ახალგაზრდა მამაკაცმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიმალვა სცადა. ის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე წუთში დააკავეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]