weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კორონავირუსის 3201 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 64 ადამიანი გარდაიცვალა

11:25 ოთხშაბათი, 24 ნოემბერი 2021

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 26 588 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 3201 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4098 ინფიცირებული, ხოლო 64 გარდაიცვალა.

დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან 1383 თბილისში გამოვლინდა, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 536

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 263

შიდა ქართლი – 244

ქვემო ქართლი – 187

კახეთი – 155

აჭარა – 141

გურია – 111

სამცხე-ჯავახეთი – 93

მცხეთა-მთიანეთი – 60

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28

ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინფიცირების 46 923 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 39 228 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
  • 6611 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2592, აჭარაში – 525, იმერეთში – 1416. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1691 პირი, მათ შორის, თბილისში – 663, აჭარაში – 126, იმერეთში – 505. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 377 პირი, მათგან თბილისში – 210, აჭარაში – 44, იმერეთში – 39;
  • 1084 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 695 – თბილისში, 212 – აჭარაში.

ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 822 383-ს. აქედან 763 755 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა, ვირუსს ჯამში 11 679 პირი ემსხვერპლა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]