ვიდეოში ჩანს, როგორ კლავენ ცხვარს რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით, რის შემდეგაც ის მშენებლობის ადგილიდან გააქვთ. ვიდეოს ავტორი ვარაუდობს, რომ საძირკვლის მშენებლობისას გაურკვეველი რიტუალი ჩაატარეს.
შემთხვევა „მწვანე ალმასის“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე მოხდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ცხვრის დაკვლის შესახებ არაფერი იცოდნენ და შიდა მოკვლევას ჩაატარებენ.