weather cur horoscope tv
დეკემბერი 07, 2021

კოვიდგადატანილს „მწვანე სტატუსი“ მუდმივად ექნება – საკოორდინაციო საბჭო

15:09 ოთხშაბათი, 24 ნოემბერი 2021 hits 165

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლის, გიორგი ღიბრაძის განმარტებით, კორონავირუსის გადატანის შემდეგ პირს „მწვანე სტატუსი“ მუდმივად ექნება. „მწვანე სტატუსის“ მისაღებად COVID-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებიდან 14 დღე უნდა გავიდეს.

„კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო, რა არის „მწვანე სტატუსი“. „მწვანე სტატუსი“ ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს აცრის ორი დოზა. გადატანილი აქვს კოვიდინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე. ამ შემთხვევაში აღარ ვრცელდება პერიოდი, ანუ კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და მას „მწვანე სტატუსი“ ექნება მუდმივად. ასევე, თუ ადამიანს აქვს გაკეთებული 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი, ასევე, თუ ადამიანს აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

პირველი დეკემბრიდან „მწვანე სტატუსი“ საჭირო იქნება ისეთ დაწესებულებებში შესასვლელად, როგორებიცაა: რესტორნები, კაფეები, ბარები, კინოთეატრები, თეატრები, ოპერები, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული დაწესებულებები, სპაცენტრები, ფიტნეს დარბაზები, სასტუმროები და სამთო კურორტების საბაგირო გზები. 18 წლამდე ასაკის პირებს „მწვანე სტატუსის“ წარდგენის ვალდებულება არ აქვთ.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსი ლაბორატორიულად 822 383 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 763 755 გამოჯანმრთელებულია. ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 984 539 მოქალაქე, რაც მოზრდილი მოსახლეობის 34.5%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]