weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა – გამოძიება გულგრილობის მუხლით დაიწყო

15:54 ოთხშაბათი, 24 ნოემბერი 2021

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება 24 ნოემბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან მიღებული შეტყობინებს საფუძველზე დაიწყეს.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურის მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე, რამაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები (მათ შორის, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, სამედიცინო ექსპერტიზა, მოწმეთა გამოკითხვა და სხვ.)“, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]