weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის პასუხი მის კარიერაზე

12:24 ხუთშაბათი, 25 ნოემბერი 2021

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს. დეპუტატების შეკითხვებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე გენადი მაკარიძე პასუხობს.

კარიერასთან დაკავშირებით პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის შეკითხვის პასუხად, მოსამართლე მაკარიძემ დაადასტურა, რომ 28 წლამდე სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული.

„რამდენადაც გადავხედე, თქვენი პირველადი არჩევანი იურისტობა არ ყოფილა, თქვენ ჯერ დაიწყეთ სწავლა ნედლეულის გადამუშავების ტექნოლოგიის მიმართულებით და მერე გადაწყვიტეთ, რომ გამხდარიყავით იურისტი. თქვენ საკმაოდ დიდი ხანი ისწავლეთ ნედლეულის გადამუშავების მიმართულებით და მერე გადახვედით უკვე სხვა უნივერსიტეტში. თქვენი პირველი სამსახური ფიქსირდება 2004 წელს, ამ დროს თქვენ იყავით 28 წლის. სოფლის მეურნეობით იყავით დაკავებული 28 წლამდე. აქამდე კი თქვენი პროფესიით რაიმე დამატებითი კვალიფიკაცია არ მიგიღიათ, მერე თქვენ იწყებთ მუშაობას ერთ-ერთი სასამართლოს დარაჯის თანამდებობაზე და მერე იწყება ძალიან შთამბეჭდავი თქვენი კარიერული წინსვლა და აქ ხართ უკვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად მობრძანებული.

ჩემი აზრით, ეს ცოტა უცნაურია, როდესაც 28 წლამდე ადამიანი საერთოდ არ არის დაკავებული თვითგანვითარებით და მერე, ასე მოკლე დროში, ასეთ თავბრუდამხვევ კარიერას იკეთებს იურისპრუდენციისა, განსაკუთრებით სასამართლოს კუთხით“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მოსამართლე გენადი მაკარიძის თქმით, სკოლის დამთავრებისას გადაწყვეტილი ჰქონდა იურისტი გამხდარიყო, თუმცა „სოციალური საკითხების გამო იურიდიულზე ჩაბარება დაბრკოლდა“.

მოსამართლეს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი ამილახვარმა ჰკითხა, რამ უბიძგა მოსამართლე გამხდარიყო, რაზეც მან განაცხადა:

„ბატონ ლევანს [იოსელიანს] გაუკვირდა, რომ დარაჯად დავიწყე მუშაობა და დღეს თქვენს წინაშე ვარ წარმოდგენილი. ერთადერთი რამ რაც ვიცოდი – ყოველთვის უნდა მეშრომა. ვშრომობდი პატიოსნად იმ თანამდებობაზე, სადაც ვიყავი. თვითონ ეს პროფესია ძალიან მიყვარს. სკოლას რომ ვამთავრებდი, უკვე ვიცოდი და მინდოდა, რომ იუსრისტი ვყოფილიყავი, თუმცა მოსამართლე რომ გამოვსულიყავი, ეს იმთავითვე გადაწყვეტილი არ მქონდა. ცოტა მოგვიანებით, ეს ჩემი ოცნება ავიხდინე, ჩავაბარე იურიდიულზე. იმ კარიერაზე, რაც ბატონმა ლევანიმ ბრძანა, ერთი რამ შემიძლია გითხრათ: სასამართლო სისტემაში მუშაობის დღიდან არ ყოფილა ადამიანი – ნათესავი, მეგობარი, ახლობელი – რომელთანაც რაიმე ფორმით კავშირში ვიქნებოდი. ის ჩემი კარიერული წინსვლა... ადამიანი ვარ და დავუშვათ გამოცხადა არჩევნები მოსამართლის თანაშემწის პოზიციაზე, მინდოდა, მივიტანე, ჩავაბარე.

როგორც იტყვიან, გენერალია მოსამართლე იურისპრუდენციისო და ბუნებრივია, ჯარისკაცს რომ გენერლობა უნდოდეს, ამაში გასაკვირი რა არის?!“, – განაცხადა გენადი მაკარიძემ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად გენადი მაკარიძის კანდიდატურა 2 აგვისტოს წარუდგინა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს ინფორმაციით, მაკარიძემ 2006 წელს დაამთავრა ქუთაისის ქელბაქიანის სახელობის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი, 2004-2005 წელს მუშაობდა თერჯოლის რაიონულ სასამართლოში დარაჯად, 2005-2007 წლებში კი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კურიერად. 2007-2008 წლებში, გენადი მაკარიძე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სასამართლოს სხდომის მდივანი, შემდეგ კი მოსამართლის თანაშემწე. 2008-2010 წლებში ის თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სამოქალაქო საქმეთა სექტორის უფროსად მუშაობდა.

მაკარიძემ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში 2010-2011 წლებში ისწავლა, მოსამართლედ კი 2012 წელს დაინიშნა.   2012-2018 წლებში ის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო, 2018-2019 წლებში კი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

გენადი მაკარიძე 2019 წლის სექტემბრიდან დანიშნულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]