weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ორი მწვანე პასპორტი, უვადო პასპორტი ალბათ ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე გვაქვს – ტიკარაძე

15:44 ხუთშაბათი, 25 ნოემბერი 2021

„ზოგადად, საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში მეორე არსად არ არის. ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებული ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე, ასევე განსაკუთრებული ვართ ორი მწვანე პასპორტით, უვადო პასპორტით და ეს ყველაფერი გამომდინარეობს, ალბათ, ჩვენი გენეტიკიდან და ჩვენი ხასიათიდან“, ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინსიტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

დღეს ჟურნალისტებმა მინისტრს ჰკითხეს, რატომ არის საქართველო ერთადერთი ქვეყანა, სადაც ორი ტიპის კოვიდ პასპორტია საჭირო და რატომ გადაწყდა, კოვიდგადატანილებმა ე.წ. მწვანე სტატუსით უვადოდ ისარგებლონ. ეკატერინე ტიკარაძეს არ ჰგონია, რომ ეს ვინმეს უკვირდეს.

„ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი კონკრეტული დამოკიდებულება. მე პირადად მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადობა ეტაპობრივად შეეგუოს იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარეობს.

თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაცილებით მარტივია, გაყვეს გარკვეულ წესებს, საქართველოში ეს რატომღაც დღემდე უფრო რთულია.

აქედან გამომდინარე, იმ დაძაბული, სოციალური, ეკონომიკური და პანდემიური ფონის  პირობებში ალბათ არ არის ცუდი გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მოქალაქეებს მეტი მოქნილობა ექნებათ, საქართველოში გარკვეულ დაწესებულებში იმოქმედებს უვადო პასპორტი, თუმცა ევროპაში და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში ჩვენ დაგვჭირდება, გამოვიყენოთ ის ბაზა, რომელსაც საქართველო წარმატებით დაუერთდა და იქ ამ პასპორტის ვარგისიანობის ვადა არის 6 თვე.

ეს ყველაფერი არის გამოწველი იქიდან, რომ ჩვენ გვესაჭიროება მოქნილობა ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებასთან მიმართებაში. ჩვენ დავაკვირდებით ამ პროცესს, ასევე დავაკვირდებით საზოგადოების აღქმას და დამატებით გადაწყვეტილებებს კიდევ მივიღებთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

პირველი დეკემბრიდან საქართველოში, რიგ დაწესებულებებში შესასვლელად და სერვისის მისაღებად ე.წ. მწვანე სტატუსი/პასპორტი იქნება საჭირო. პირს მწვანე სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ ის სრულად ვაქცინირებულია, ან გაკეთებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი. ამასთან, მწვანე სტატუსით უვადოდ ისარგებლებს ყველა, ვინც პანდემიის გავრცელების შემდეგ კორონავირუსი გადაიტანა.

ევროპის რიგ ქვეყნებში პირს მწვანე საშვი ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსი ბოლო 6 თვის განმავლობაში ჰქონდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]