weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ახალი საკრებულოების პირველი სხდომა 3 დეკემბერს გაიმართება

13:25 პარასკევი, 26 ნოემბერი 2021

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახლად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომა 3 დეკემბერს დანიშნა. ამის შესახებ განკარგულება ცესკომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო.

„2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მოწვეულ იქნეს 2021 წლის 3 დეკემბერს, 12:00 საათზე“, – ნათქვამია განკარგულებაში.

ცესკომ საკრებულოების პირველი სხდომის მოწვევის და შესაბამისად, ახლად არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის პროცესი გააჭიანურა, რამაც რამდენიმე მუნიციპალიტეტში 2017-2021 წლის მოწვევის საკრებულოების შემადგენლობას საშუალება მისცა, 2022 წლის ბიუჯეტი დაჩქარებულად განეხილათ და დაემტკიცებინათ. ცესკოს პირველი სხდომების მოწვევა 13 ნოემბრის შემდეგ შეეძლო, ანუ მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგები შეაჯამა.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში, არაუგვიანეს 13 დეკემბრისა. საკრებულოს ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველის წყდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]