ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1550 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 766
შიდა ქართლი – 354
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 333
კახეთი – 257
ქვემო ქართლი – 225
აჭარა – 164
სამცხე-ჯავახეთი – 139
გურია – 137
მცხეთა-მთიანეთი – 105
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28
დღეს ქვეყანაში ინფიცირების 48 951 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 41 269 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
- 6515 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2601, აჭარაში – 519, იმერეთში – 1394. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1654 პირი, მათ შორის, თბილისში – 651, აჭარაში – 126, იმერეთში – 505. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371 პირი, მათგან თბილისში – 206, აჭარაში – 40, იმერეთში – 39.
- 1167 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 726 – თბილისში, 255 – აჭარაში.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 221 ადამიანი.
პანდემიის გავრცელების შემდეგ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 835 306 შემთხვევა დადასტურდა ლაბორატორიულად. აქედან 774 458 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 11 871 კი გარდაიცვალა.