როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, საძიებო-სამაშველო ღონისძიება დასრულებულია.
კუსტარულად მოწყობილ ერთ-ერთ კერძო შახტაში უბედური შემთხვევა დღეს მოხდა. მეშახტეთა პროფკავშირის ინფორმაციით, ჩამოიშალა ქვანახშირის ფენა, რამაც იქ მყოფი ორი მეშახტე - 50 წლამდე ა.ა. და 65 წლამდე ვ.ტ. მოიყოლა. ისინი გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდნენ. პროფკავშირის ცნობით, მას შემდეგ, რაც მეშახტეებმა შახტის მფლობელს სატელეფონო ზარზე არ უპასუხეს, მან მათი ძებნა დაიწყო და აღმოაჩინა, რომ ობიექტზე უბედურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. მისულ მაშველებს ხმას მხოლოდ ერთი ადამიანი აგონებდა.
„ტყიბულში არსებულ კუსტარულ შახტებს მადნის მოპოვება შრომის ინსპექციის მიერ ქონდათ აკრძალული, რადგან შრომის უსაფრთხოების სტანდარტის მინიმალურ მოთხოვნებსაც კი ვერ პასუხობდნენ“, – აცხადებს მეშახტეთა პროფკავშირი.
შემთხვევის ადგილზე პოლიციაც მყოფებოდა. პროფკავშირი ითხოვს დადგინდეს, ვისი დავალებით მუშაობდნენ მეშახტეები.