weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ონში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

10:34 კვირა, 28 ნოემბერი 2021

რაჭაში, ქალაქ ონში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრა 09:54 საათზე დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 3.3 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.

ონის მუნიციპალიტეტში მიწისძვრა 4 ნოემბერსაც იყო. მაშინ, ქალაქ ონიდან 6 კილომეტრში მდებარე სოფელ ირში 3.7 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები აღინიშნა.

25 ოქტომბერს 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა იყო სოფელ ქვედში, ონიდან 4 კილომეტრში, ხოლო 15 სექტემბერს, სოფელ ირში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 3.7 მაგნიტუდა შეადგინა.

რაჭა სეისმურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რეგიონია. ყველაზე მძლავრი მიწისძვრა რაჭაში 1991 წლის 29 აპრილს, 09:12 საათზე მოხდა - სიმძლავრე 6.9 მაგნიტუდა იყო, ეპიცენტრში კი, რაჭისა და იმერეთის მაღალმთიან სოფლებში, ინტენსივობა 9 ბალს აღწევდა. მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. 2009 წლის 8 სექტემბერს ონის რაიონში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრეც 6.2 მაგნიტუდა იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]