weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტყიბულში ქვანახშირის კარიერზე დაშავებული მეორე მეშახტე საავადმყოფოში გარდაიცვალა

10:50 ორშაბათი, 29 ნოემბერი 2021

ტყიბულში, ქვანახშირის კარიერზე მიწის მასის ჩამოშლის შედეგად დაშავებული 65 წლის ვიტალი ტურძელაძე გამთენიისას ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შეშახებ ინფორმაცია „რეგინფოს“ პროფკავშირის წარმომადგენელმა, გაგა ისაკაძემ დაუდასტურა.

ექიმები გუშინ აცხადებდნენ, რომ დაშავებულ მეშახტეს გულ-მკერდის, მუცლის ღრუს ორგანოების დაჟეჟილობა და ორივე ქვედა კიდურზე ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი აღენიშნებოდა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

კუსტარულად მოწყობილ ერთ-ერთ კერძო შახტაში უბედური შემთხვევა 27 ნოემბერს მოხდა. მაშველებმა საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ვიტალი ტურძელაძე ცოცხალი ამოიყვანეს, ხოლო მასთან ერთად მყოფი მეორე მეშახტე გარდაცვლილი იპოვეს.

პროფკავშირების წარმომადგენლის, გაგა ისაკაძის განცხადებით, კუსტარულ შახტებს მადნის მოპოვება შრომის ინსპექციის მიერ აკრძალული აქვთ, რადგან ისინი შრომის უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებენ.

„როგორც ჩანს, დასაქმებულები უფრთხილდებოდნენ შახტებს და ამაგრებდნენ, რომ მთლად არ განადგურებულიყო, რა დროსაც ეს ტრაგედია მოხდა“, – ამბობს გაგა ისაკაძე.

პოლიცია მომხდარზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით აწარმოებს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]