weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საქართველოში კოვიდის 5050 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 80 ადამიანი გარდაიცვალა

11:25 სამშაბათი, 30 ნოემბერი 2021

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 53 854 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 5050 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4214 ინფიცირებული, 80 კი გარდაიცვალა.

კორონავირუსის 5050 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1821, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 865

შიდა ქართლი – 482

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 475

კახეთი – 317

ქვემო ქართლი – 293

აჭარა – 240

მცხეთა-მთიანეთი – 172

გურია – 160

სამცხე-ჯავახეთი – 156

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 69

ამ ეტაპზე, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 45 362 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 37 673 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 6554 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2600, აჭარაში – 510, იმერეთში – 1423. 1674 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 361 პირი;
  • 1135 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საქართველოში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 845 643-ს შეადგენს. მათგან 788 201 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა. დღემდე ვირუსს ჯამში 12 054 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]