weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

ომალოს მიმართულებით ავიარეისები განახლდა და ორ კვირაში ერთხელ შესრულდება

14:41 სამშაბათი, 30 ნოემბერი 2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაციამ ალვანიდან თუშეთში, სოფელ ომალოს მიმართულებით რეგულარული რეისები განაახლა. როგორც „რეგინფოს“ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ფრენები ორ კვირაში ერთხელ შესრულდება.

ვერტმფრენმა სოფელ ომალოში პირველი მგზავრები გუშინწინ გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი საავტომობილო გზის ამოქმედებამდე, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად, ომალოსა და მიმდებარე სოფლებში რეგულარულად იფრენს და მესაზღვრეებთან ერთად, ადგილობრივებსაც მოემსახურება.

„რეისების დანიშვნის შედეგად, თუშეთში, ზამთრის პერიოდში მოსახლეების რაოდენობა გაიზარდა. მათ, ასევე, შესაძლებლობა აქვთ საავტომობილო გზის გახსნამდე განაახლონ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას“, – აცხადებენ შსს-ში.

სოფელი ომალო თუშეთში, ზღვის დონიდან 1880 მეტრზე მდებარეობს. რთული გეოგრაფიული პირობებისა და უგზოობის გამო, სოფელი ნახევარი წლის განმავლობაში დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]