weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ნიკა გვარამიამ პროკურორებს შეურაცხყოფა მიაყენა, დაწყებულია გამოძიება – პროკურატურა

22:18 სამშაბათი, 30 ნოემბერი 2021

პროკურატურამ ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის და მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის საქმის განხილვისას გვარამიამ პროკურორებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რაც იმ მომენტში სასამართლოსა და სამართალწარმოების სხვა მონაწილეების ყურადღების მიღმა დარჩა.

„ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის ტრანსლირებისას საჯარო სივრცეში გავრცელებული ვიდეოკადრების საფუძველზე, დღეს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გარდა ამისა, ადვოკატ ნიკა გვარამიას მხრიდან სასამართლო სხდომაზე პროცესის მონაწილის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის გამო, ბრალდების მხარე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების ამ საქმის განხილვის მორიგ სხდომაზე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით და მოითხოვს ადვოკატ ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევებას“, – აცხადებს საქართველოს პროკურატურა.

პროკურატურამ ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიასაც მიმართა ნიკა გვარამიას ქმედების სამართლებრივი შეფასებისა და მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების მოთხოვნით.

ნიკა გვარამიას განცხადებით, პროკურატურამ მის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე „შეკერა“, რომელიც არ აინტერესებს.

„საქართველოს პროკურატურავ, მოგიყვებით ცნობილ ისტორიას ქალბატონ ელენე თევდორაძეზე. ბევრჯერ მომიყოლია საჯაროდ და თქვენთვის კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ერთხელ ბიუროს სხდომაზე, ქალბატონო ელენეს ზურაბ ჟვანიამ უთხრა, ქალბატონო ელენე, თქვენ მგონი გამოსაკვლევი ხართო. ამაზე ქალბატონმა ელენემ უპასუხა, ბატონო ზურაბ, ჩვენ კველანი ისედაც გამოკვლევებულები ვართ.

გუშინ, პროცესზე, პროკურორმა გვითხრა, გამოსაკვლევი ხართო, რაზეც ვუპასუხე, რომ თვითონ ხომ არიან სამაგიეროდ ყველანი გამოკვლევებულები.

კადრებში ნათლად ისმის, რას მპასუხობს ამაზე პროკურორი - რას ნიშნავს, ეს რა შეფასებააო, თუ ეს რა სიტყვააო - ანუ გაიგონა რაც ვუთხარი, არ გამორჩენია. ისიც ნათლად ჩანს, რომ ჩვენს შორის დიალოგი მიმდინარეობს. ანუ, ან უეცარი სიყრუე დაემართა სამივე პროკურორს, ან უეცრად ისე შეეშინდათ ჩემი, რომ პასუხი ვერ გამცეს, ან თქვენს მიერ წარმოდგენილი სიტყვა გამო@@@ებულის შინაარსი აქამდე არ იცოდნენ და მხოლოდ სამსახურში მისულებს აუხსნეს. თუ თქვენს მიერ წარმოდგენილი სკაბრეზული სიტყვა ვიხმარე, პროტესტი როგორ არ გაუჩნდა რომელიმ პროკურორს მაინც? იქვე იჯდა სამი მოსამართლე და კიდევ ორი პროკურორი. თქვენ ყველანი ან ყრუებად გამოაცხადეთ, ან ჩემს მიერ უკიდურესად შეშინებულებად“, – დაწერა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში.

როგორც ის ამბობს, ამავეს აცნობებს სასამართლოს და ადვოკატთა ასოციაციას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]