ძვ. წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის დასაწყისის სამარხი დაახლოებით 70 სმ სიღრმეზე იყო, სადაც ბრინჯაოს სატევარი, 15-მდე თიხის სხვადასხვა ზომისა და ფორმის ჭურჭელი და ბრინჯაოს საკინძე (ნემსი) იყო დამარხული.
როგორც ირკვევა, გურჯაანის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ 3000 წლის წინ იყო დასახლებული.
არქეოლოგიურმა აღმოჩენამ ძირეულად შეცვალა გურჯაანის ისტორია.
მასალები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, სააგენტოს რეგიონალური ინსპექციის და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა თბილისში გადაიტანეს, სადაც მათი რეაბილიტაცია მოხდება და შემდეგ კვლავ გურჯაანს დაუბრუნდება.
[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია