weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

პანდემიის დროს სვანეთში დაბრუნებული ფირცხელანების ოჯახი

15:21 კვირა, 14 ნოემბერი 2021

სვანეთიდან 18 წლის წასულები იყვნენ. ჯერ წალკაში ცხოვრობდნენ, მერე კახეთში. კორონავირუსის პანდემიის დროს გადაწყვიტეს, რომ მთაში დაბრუნებულიყვნენ. ბევრი არ უფიქრიათ - გადაწყვეტილება სისრულეში მალევე მოიყვანეს. მამა-შვილმა, რომეო, ბესო და გიორგი ფირცხელანებმა სოფელ ლატალში ხის საამქრო მოაწყეს და სვანური ცხოვრების უძველეს ყოფით ნიმუშებს ამზადებენ.

ფირცხელანების მიერ გაკეთებულ ჭუნირზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა. თავადაც მღერიან და საკრავი უკეთ ესმით. სვანეთში ჭუნირი დღესაც ეროვნულ საკრავად ითვლება და პირვანდელი სახითაც აქ არის შემორჩენილი. ამიტომაც, პანდემიის პირობებში ტურისტების რაოდენობის შედარებით შემცირება ტრადიციული ნივთების რეალიზაციაზე მაინცდამაინც უარყოფითად არ აისახა.

ჭუნირზე შეკვეთას საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც იღებენ. სვანური ჭუნირის კორპუსის  დასამზადებლად იყენებენ წიწვოვანი ხის ჯიშებს: ნაძვს, სოჭსა და ფიჭვს. ტარს ძირითადად არყისა და მუხისგან ამზადებენ. სიმებად ცხენის ძუას ხმარობენ.

ფირცხელანების ოჯახი გამონაკლისი არაა, ვინც პანდემიის დროს ძველი ტრადიციების აღდგენაზე აქტიურად ზრუნვა დაიწყო. ლატალში ამ მიზნით დაფუძნდა სოციალური საწარმოც „ლატლიიშდ“. ისინი სვანურ ქუდებს, მარილსა და საპონს ტრადიციული მეთოდით ამზადებენ.

კორონავირუსის პანდემიის დროს დაბრუნდა სვანეთში სოფო გულბანისა და ედუარდ ხარძიანის ოჯახიც თბილისიდან. მათ 6 შვილი ჰყავთ. სოფელ ლალხორში დასახლდნენ და სოფლის მეურნეობის განვითარებას ცდილობენ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2013 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, სამეგრელო-ზემო სვანეთში ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობების რაოდენობა მცირდებოდა. 2013 წელს რეგიონში ერთწლიანი კულტურები 41 500 ჰექტარზე იყო, 2019 წელს 22 400 ჰექტარზე, 2020 წელს ნათესი ფართობების რაოდენობა გაიზარდა და 25 ათას ჰექტარს მიაღწია. ბოლო 8 წლის განმავლობაში, რეგიონში კლებადი იყო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობაც. 2013 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში 280 700 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იყო აღრიცხული, მომდევნო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა და 2019 წელს 166 700-მდე დაეცა. 2020 წელს მატებაა 182 600 სულამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]