weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქვემო ქართლს ახალი გუბერნატორი ჰყავს

19:36 ოთხშაბათი, 01 დეკემბერი 2021

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილიმა ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორად გიორგი დოხტურიშვილი დანიშნა. 2018 წლის აგვისტოდან ამ თანამდებობაზე შოთა რეხვიაშვილი მუშაობდა.

გიორგი დოხტურიშვილი 2017-2021 წლებში თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს წევრი და სამგორის მაჟორიტარი იყო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ კი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

„გიორგი დოხტურიშვილი არ არის ახალი სახე ქვემო ქართლის რეგიონისთვის, იგი 2021 წლის აგვისტოდან მუშაობს გუბერნატორის მოადგილედ, აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება სახელმწიფო სტრუქტურებში - ათ წელზე მეტი მუშაობდა, როგორც საკრებულოს, ასევე მერიის სტრუქტურებში სხვადასხვა მენჯერულ თანამდებობებზე და საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ თავი გაართვას იმ გამოწვევებს, რომლებიც დგას ქვემო ქართლის რეგიონში“, – განაცხადა მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა.

მისივე თქმით, შოთა რეხვიაშვილი „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად რჩება და ის საქმიანობას მთავრობის შემადგენლობაში „შესაბამის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე“ გააგრძელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]