კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1491 შემთხვევა, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 646
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 328
შიდა ქართლი – 327
კახეთი – 199
ქვემო ქართლი – 196
აჭარა – 172
სამცხე-ჯავახეთი – 146
გურია – 104
მცხეთა-მთიანეთი – 86
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36
დღეს ქვეყანაში ინფიცირების 45 163 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 37 478 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 6541 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1674 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 379.
- 1 144 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 853 833-ს შეადგენს. 796 453 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 191 პირი ემსხვერპლა.