weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„პიჯაკების საქმეს“ შეიძლება უფრო მეტად ვუწოდოთ „ბოტოქსების საქმე“ – წილოსანი 

12:36 ხუთშაბათი, 02 დეკემბერი 2021

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნინო წილოსანის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეს, რომელსაც „პიჯაკების საქმედ“ მოიხსენიებენ, უფრო მეტად „ბოტოქსების საქმე“ შეიძლება ეწოდოს. ამის შესახებ წილოსანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. 

„მათი პიარული მსვლელობა იყო, რომ ამ საქმისთვის ეწოდებინათ „პიჯაკების საქმე“, რომელიც არის საკმაოდ ელიტური კორუფციის საქმე და შეიძლება, უფრო მეტად ვუწოდოთ „ბოტოქსების საქმე“, იმიტომ, რომ 500 000-მდეა დახარჯული კოსმეტიკური პროცედურებისთვის. შეიძლება ვუწოდოთ „გასახდომი პროცედურების საქმე“, „უცნაური მეთოდებით დახატული ნახატების საქმე“, „სტილისტის საქმე“, რადგან სამჯერ უფრო მეტი თანხაა დახარჯული სტილისტის მომსახურებაში, ვიდრე პიჯაკებში და პიარულად, ალბათ, ძალიან მომგებიანია, რომ ადამიანებს აუჩუყონ ამით გული“, – განაცხადა ნინო წილოსანმა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. პიჯაკების საქმე განიხილება, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვას ეხება. პროკურატურის განცხადებით, ეს თანხა 2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, არამიზნობრივად დაიხარჯა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]