weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლაგოდეხში თანასოფლელის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 18 წლის მამაკაცი დააკავეს 

10:13 შაბათი, 04 დეკემბერი 2021

ლაგოდეხის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული მ.მ. დააკავა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 3 დეკემბერს, სოფელ ყარაჯალაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაკავებულმა თანასოფლელს, 1988 წელს დაბადებულ ხ.ხ.-ს გლუვლულიანი სანადირო თოფიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]