weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ზეღდულეთის მოსახლეობა სოფლის საძოვრის გაყიდვას აპროტესტებს 

15:09 შაბათი, 04 დეკემბერი 2021
გამოცემა Qartli.ge-ის ფოტო გამოცემა Qartli.ge-ის ფოტო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში მოსახლეობა სოფლის საძოვრის გაყიდვას აპროტესტებს. ადგილობრივები დღეს მორიგ აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე ხელისუფლებისგან პასუხს არ მიიღებენ. ისინი ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ზეღდულეთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ საძოვარი მათი აზრის გაუთვალისწინებლად გაიყიდა. 

„თურმე ინვესტორს შეუსყიდია ყველანაირი წესების დაცვით და ამაში არ შედის მოსახლეობის აზრი. არავინ მოსულა და უკითხავს, თანახმა ვიყავით თუ არა, რომ მიწა გაეყიდათ. თურმე აქ უნდა ამიშენონ ქარხნები, სოფელი უნდა ააყვავონ და ბიუჯეტი გაავსონ. ეს ზღაპრები მოუყვნენ პატარა ბავშვებს. არ დაიშლება სოფელი“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში მიწას საძოვრად იყენებდნენ და ის არასდროს დამუშავებულა. მათივე თქმით, საძოვრისთვის სხვა ტერიტორია არ გააჩნიათ. 

ზეღდულეთელებს გორის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი შეხვდა, რომელმაც თქვა, რომ ვიდრე სადავო საკითხი არ გადაიჭრება, ინვესტორი მიწას არ დაამუშავებს.

ადგილობრივების თქმით, მათ ეს პირობა მერისგან 24 ნოემბერსაც მიიღეს, თუმცა მეორე დღეს კერძო მფლობელი მიწის მოხვნას ცდილობდა.

არსებული ინფორმაციით, ზეღდულეთში სადავო მიწის ნაკვეთები 2009 წელს კერძო პირზე გაიყიდა, რომელმაც ის ინდურ კომპანიას 2011 წელს მიჰყიდა. კომპანიამ მიწა ვერ დაამუშავა და 2021 წელს გაასხვისა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]