weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გაუგებარია რატომ დაუნიშნეს სააკაშვილს ფსიქოტროპული პრეპარატი – ჯიშკარიანი

18:44 შაბათი, 04 დეკემბერი 2021

ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში ფსიქოტროპული პრეპარატი ჰქონდა დანიშნული, რაც შიმშილობის დროს დაუშვებელი იყო.

მარიამ ჯიშკარიანმა დღეს, ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სახეზეა, ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რაც, ყველა საერთაშორისო გაიდლაინით, მინიმუმ ორი თვე მკურნალობა-რეაბილიტაციას საჭიროებს.

„გამოიკვეთა არასათანადო მოპყრობის ახალი გარემოება - ეს არის ჭარბი და საერთოდ, არაშესაბამისი, ანუ არაადეკვატური გამოყენება ფსიქოტროპული პრეპარატის, ნეიროლეფსიური პრეპარატის, რომელმაც ნეიროლეფსიური სინდრომი გამოიწვია. ეს ჩვენ გორში პირველი ვიზიტის დროს დავაფიქსირეთ. ჩვენთვის გაუგებარია, რატომ იყო ეს პრეპარატი გამოყენებული და პრაქტიკულად, ცენტრი „ემპათია“ რომ არ ყოფილიყო, შესაძლებელია მისი მდგომარეობა გაუარესებულიყო და სასამართლზე წარდგენის საშუალება არ ჰქონოდა. 

რუსთავის ციხის სამედიცინო ბარათში არის ეს ფსიქოტროპული პრეპარატი, იქ არის დანიშნული. გამოთხოვილი გვაქვს მე-18 დაწესებულების სამედიცინო ბარათიც. ნებისმიერ შემთხვევაში, შიმშილობის დროს ამ პრეპარატის მიცემა, თანაც თუ ამის საჭიროება არ არის, დაუშვებელია და ამან გამოიწვია ნეიროლეფსიური სინდრომი“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

მისივე თქმით, ნეიროლეფსიური სინდრომის კუპირება (შეწყვეტა) დანიშნულების შეცვლით მოხერხდა და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა. 

„ამგვარი პრეპარატების არამიზნიბრივი გამოყენება გავრცელებუყლი იყო საბჭოთა კავშირში, როდესაც დისიდენტებს სპეციალურ დიაგნოზებს უსვამდნენ და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში ათავსებდნენ“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა. 

მისი განმარტებით, ასეთი პრეპარატების მიღების გაგრძელება ავთვისებიან ნეიროლეფსიურ სინდრომს იწვევს, რომელიც მკურნალობას ძნელად ექვემდებარება: „ადამიანი შეიძება იყოს სრულიად ადეკვატური და ვერც მიხვდეს საერთოდ რა სჭირს, იყოს უმწეო, ადინამიური, დაქვეითებული ჰქონდეს მოძრაობის ტემპი, მაგალითად, კოგნიტიური ფუნქციები და ა.შ.“. 

მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოუწევს პასუხის გაცემა, რატომ იყო დანიშნული ეს პრეპარატები.

„ფსიქოტროპული წამლების არამიზნობრივი გამოყენება ფარმაკოლოგიური წამების ერთ-ერთი სახეა, განსაკუთრებით საპატიმრო დაწესებულებებში პატიმრის მიმართ გამოყენება. ჩვენი დასკვნა დაერთვება სტრასბურგის სასამართლოში სარჩელს. ჩვენ, ორი ფსიქიატრის, ერთი ფსიქოლოგის და ორი ნევროლოგის შემადგენლობით, ეს სინდრომი ცხადად ვიხილეთ“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]