weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

შრომის ინსპექციამ კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დააჯარიმა

19:08 შაბათი, 04 დეკემბერი 2021
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

შრომის ინსპექციის სამსახურმა ღამის კლუბი ხიდი 10 000 ლარით დააჯარიმა. როგორც უწყებაში აცხადებენ, 3-4 დეკემბერს კლუბში აკრძალული გასართობი ღონისძიება ჩატარდა.

„აღნიშნული ორგანიზაცია არაერთგზის იქნა გაფრთხილებული, მასობრივი გასართობი ღონისძიების განხორციელების აკრძალვასთან დაკავშირებით, ვინაიდან პირველი დეკემბრიდან ამოქმედებული ცვლილებების მიუხედავად იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილების შესაბამისად, მასობრივი გასართობი თუ სოციალური ღონისძიებების განხორციელება კვლავ აკრძალვად რჩება.

მიუხედავად ამისა, კლუბის ხელმძღვანელობამ მხედველობაში არ მიიღო აღნიშნული გარემოება და ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის მიუხედავად, ორგანიზება გაუწია მასობრივ გასართობ ღონისძიებას. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შრომის ინსპექციამ მიიღო ობიექტის დალუქვის გადაწყვეტილება და დააჯარიმა 10 000 ლარით“, – აცხადებენ შრომის ინსპექციის სამსახურში.

პირველი დეკემბრიდან საქართველოში „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა, რომლითაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ თავისუფლად შევიდნენ ისეთ დაწესებულებებში, როგორებიცაა, მაგალითად, სასტუმროები, რესტორნები, კაფეები და კინოთეატრები. „მწვანე ზონების“ კონცეფცია ღამის კლუბებს არ ეხება. 

მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს: არის სრულად ვაქცინირებული; გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე; ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი; ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]