weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართება 

10:21 ორშაბათი, 06 დეკემბერი 2021

დღეს, 15:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქცია გაიმართება, სადაც ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ ტექსტის შეტანას გააპროტესტებენ და სახელმძღვანელოს სასკოლო პროგრამიდან ამოღებას მოითხოვენ. აქცია დროას მიერ არის ორგანიზებული. 

მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილი ცნობილ ქველმოქმედად და მეცენატადა არის მოხსენიებული.

„საქართველოში დემოკრატიულმა ტენდენციებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო. ამის გამოხატულება იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, როდესაც მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა და ოპოზიციურმა „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ცნობილი ქველმოქმედი და მეცენატი ბიძინა ივანიშვილი გახდა. ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, საქართველოს ევროპული კურსი არ შეცვლილა და პირიქით, ინტეგრაცია კიდევ უფრო გაღრმავდა. საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა“, – ვკითხულობთ 410-ე გვერდზე.

პარტია „დროას“ განცხადებით, მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ მსგავსი ტექსტის შეტანა ნიშნავს, რომ საქართველოში, ტოტალიტარული რეჟიმების მსგავსად, სახელმძღვანელოებში მოქმედ ხელისუფლებაზე წერა და მათთვის ხოტბის შესხმა დაიწყო.

„დაუშვებელია სკოლის და მოსწავლეების იდეოლოგიური მიზნებით გამოყენება, მათთვის უახლესი ისტორიის იმგვარი ინტერპრეტაციით მიწოდება, რაც გავლენას იქონიებს მათ პოლიტიკურ ხედვებზე და ხელს შეუშლის მათში კრიტიკული და დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებას. აქციები სამინისტროს ამგვარი ინიციატივების გასაპროტესტებლად, იქნება რეგულარული.

ისტორიის სახელმძღვანელოში უნდა იყოს ფაქტები, მოვლენები და არა მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებები. არ შეიძლება ისტორიის სასწავლო წიგნებში მოქმედი ხელისუფლებების საქმიანობის შეტანა“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორი.

სადავო სახელმძღვანელო გამომცემლობა „დიოგენეს“ მიერ არის გამოცემული. მას გრიფირება განათლების სამინისტრომ 2020 წელს მიანიჭა. სახელმძღვანელოს ავტორები ნატო ახმეტელი, ბესიკ ლორთქიფანიძე და ნათია ფირცხალავა არიან. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]