weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

წელს შევიძინეთ ვაქცინების ის რაოდენობა, რომელიც მომდევნო წელს საკმარისი იქნება – ხუციშვილი

12:52 ორშაბათი, 06 დეკემბერი 2021

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა, რომ მომავალ წელს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მოსახლეობის ასაცრელად საჭირო ვაქცინები ქვეყანას უკვე აქვს. 

„ჯანდაცვის ბიუჯეტი კოვიდთან მიმართებაში შეადგენს 500 მილიონ ლარს, აქ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ისიც, რომ ჩვენ პრაქტიკულად წელს შევიძინეთ ვაქცინების ის რაოდენობა, რომელიც საკმარისია მომდევნო წელს და შესაბამისად, მომდევნო წლისთვის გათვალისწინებული ვაქცინები პრაქტიკულად დღეს ქვეყანაში უკვე შემოტანილი გვაქვს“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარე წლის 15 მარტს დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღემდე 2 238 070 აცრაა ჩატარებული. სრულად, ანუ ორივე დოზით აცრილია 1 018 984 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 35.7%-ს შეადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]