weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზემო სვანეთის გზაზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

10:48 სამშაბათი, 07 დეკემბერი 2021
ფოტო გადაღებულია 6 დეკემბერს ფოტო გადაღებულია 6 დეკემბერს

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

6 დეკემბერს, გამთენიისას, ზემო სვანეთთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, სოფელ ბარჯაშთან ახლოს, კლდე ჩამოიშალა, რის შედეგადაც გზა ჩაიხერგა. დღის განმავლობაში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.

როგორც „რეგინფოს“ მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, დღეს იგეგმება გზაზე ჩამოსული კლდის მასიური ნაწილის აფეთქება, რის შემდეგაც ავტომობილების მოძრაობა ორმხრივად აღდგება. ჟორჟოლიანის თქმით, ადგილზე იმყოფებიან სპეციალისტები, რომლებიც მოსალოდნელ საფრთხეებს შეაფასებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]