weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვაქცინის ე.წ. ბუსტერდოზის გაკეთების ვადა შემცირდა

17:00 სამშაბათი, 07 დეკემბერი 2021

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი (ბუსტერ) დოზის გაკეთების ვადა შემცირდა. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, „ფაიზერის“ ბუსტერდოზით ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 5-თვიანი ინტერვალით, რაც აითვლება მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან. 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით – „სინოვაკით“ ან „სინოფარმით აცრილი პირებისათვის ბუსტერდოზა შესაძლებელია გაკეთდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 3-თვიანი ინტერვალით.

აქამდე ბუსტერდოზის გამოყენება ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 6-თვიანი ინტერვალით იყო შესაძლებელი, ხოლო ინაქტივირებული ვაქცინებით აცრილებს ე.წ. ბუსტერის მიღება 3-6 თვის ინტერვალში შეეძლოთ.

ბუსტერ დოზით აცრა შესაძლებელია ჩაუტარდეს 18 წელს ზემოთ პირს, ხოლო ბუსტერდოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 7 დეკემბერის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 2 251 150 აცრა. სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 1 023 779 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 35.8%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]