დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1790 თბილისში გამოვლინდა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 635
შიდა ქართლი – 366
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 316
ქვემო ქართლი – 250
სამცხე-ჯავახეთი – 235
აჭარა – 205
კახეთი – 169
გურია – 117
მცხეთა-მთიანეთი – 92
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 51
დღეს ქვეყანაში ინფიცირების 45 298 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 37 738 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
- 6371 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 1600 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 344 პირი, მათგან თბილისში – 189, აჭარაში – 36, იმერეთში – 32;
- 1189 ადამიანი კლინიკურ სასტუმროებშია მოთავსებული.
ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსის 875 806 შემთხვევა დადასტურდა. აქედან 817 963 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა, 12 519 კი ვირუსს ემსხვერპლა.