აღნიშნულ უბანში მოასფალტდა 400 მეტრი სიგრძის გზა, მოეწყო სანიაღვრე არხი და ეზოებში შესასვლელები, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით 200 000 ლარამდე დაიხარჯა.
საუბნო გზის შემდეგ, მერი სოფლის ცენტრში სავარჯიშო სივრცის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. სივრცის გადახურვის სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება და ადგილობრივი ახალგაზრდები ვარჯიშს ნებისმიერ დროს შეძლებენ.
[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია