weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მოვუწოდებ ყველას, ვინც ორჯერ არის აცრილი, მესამე აცრა საჭიროა – გამყრელიძე

18:39 ხუთშაბათი, 09 დეკემბერი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის 6000-მდე ბუსტერ (დამატებითი) დოზაა გაკეთებული. მისივე თქმით, მიმართვიანობა იზრდება. 

„განსაკუთრებული მნიშვნელობა ბუსტერს ენიჭება დღეს, როცა გაჩნდა ახალი შტამი, ე.წ. ომიკრონი. ვიცით, რომ „ომიკრონი“ უფრო სწრაფად ვრცელდება, გადამდებლობა მეტი აქვს, უფრო ახალგაზრდა ასაკს აზიანებს, მაგრამ არ აქვს მეტი აგრესიულობა, ანუ უფრო რთულად არ მიდის დაავადება და სიკვდილიანობის მატება ამით არ არის.

გუშინ გამოქვეყნდა „ფაიზერის“ ინფორმაცია, რომელმაც პირველმა ჩაატარა კვლევა „ომიკრონის“ შტამთან „ფაიზერის“ ვაქცინის დამცველუნარიანობაზე. დაადასტურა, დიახ, უნდა გაკეთდეს ბუსტერი.

საქართველოში ძირითადად ვიყენებთ „სინოფარმის“ და „ფაიზერის“ ბუსტერს, „ფაიზერი“ უფრო მეტია გაკეთებული. მოვუწოდებ ყველას, ვინც ორჯერ არის აცრილი, მესამე აცრა საჭიროა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, „ომიკრონის“ საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა და არც საეჭვო შემთხვევა ყოფილა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]