weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სააკაშვილს საქართველოში შემოსვლაში გიორგი ლორთქიფანიძე დაეხმარა – პროკურატურა

11:19 პარასკევი, 10 დეკემბერი 2021

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ოდესის ოლქის პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი გიორგი ლორთქიფანიძე დაეხმარა.

როგორც პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ლორთქიფანიძემ შეიმუშავა და დაგეგმა რა დროს, რა საშუალებით, რა მარშრუტით და რა ხერხით უნდა მომხდარიყო სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. 

„გიორგი ლორთქიფანიძე ჯერ კიდევ 2021 წლის აპრილში შეხვდა ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას და გარკვეული დახმარების სანაცვლოდ დაიყოლია იგი, მისი კუთვნილი მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანით გადაეყვანა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე.

2021 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში გიორგი ლორთქიფანიძე კვლავ დაუკავშირდა, ამჯერად საქართველოში მყოფ ელგუჯა ცომაიას და მოსთხოვა მას უკრაინაში ჩასვლა. ცომაია 20 სექტემბერს მისი კუთვნილი „SCANIA“-ს ფირმის მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანით უკრაინაში გაემგზავრა, სადაც ავტომანქანა რძის პროდუქტებით დატვირთა და გიორგი ლორთქიფანიძის შემდგომ მითითებას დაელოდა.

26 სექტემბერს ჩერნომორსკის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გიორგი ლორთქიფანიძის კუთვნილი ავტომანქანით ძებნილი მიხეილ სააკაშვილი მიიყვანეს და ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას კუთვნილ სატვირთო ავტომანქანის სალონში არსებულ წინასწარ მოწყობილ სამალავში გადასვეს, რის შემდგომაც გადაკვეთეს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი და სატვირთო ავტომანქანა ბორანის ტიპის გემზე, სახელწოდებით „VILNIUS“-ი შეიყვანეს.

28 სექტემბერს, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა აღნიშნული გემი, რომლიდანაც 29 სექტემბერს, ჩამოვიდა ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით და მისაბმელში იმყოფებოდა მსჯავრდებული სააკაშვილი.

ფოთის პორტის ტერიტორიაზე ე.წ. გეზთან, მათ ელოდებოდნენ შოთა და ზურაბ წოწორიები მათი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით რომელშიც მიხეილ სააკაშვილი და ელგუჯა ცომაია გადასხდნენ. აღნიშნული ავტომანქანით მიხეილ სააკაშვილი და ელგუჯა ცომაია აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში მდებარე ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში ჩავიდნენ.

29 სექტემბერს, ელგუჯა ცომაია და მიხეილ სააკაშვილი „FORD“-ის ფირმის მიკროავტობუსით, აბაშის რაიონის სოფელ ტყვირიდან გაემართნენ ბათუმის მიმართულებით და იმავე ტრანსპორტით ბათუმიდან აბაშის მიმართულებით დაბრუნდნენ.

იმავე დღეს,მიხეილ სააკაშვილი და ელგუჯა ცომაია გადასხდნენ სოფელ ტყვირის ტერიტორიაზე გაჩერებულ „SCANIA“-ს ფირმის მისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებაში და გიორგი ნარიმანიძესთან ერთად ჩამოვიდნენ თბილისში,სადაც მიხეილ სააკაშვილი ცომაიას საცხოვრებელ ბინაში დაბინავდა. სამართალდამცველებმა იგი აღნიშნულ ბინაში 1 ოქტომბერს დააკავეს“, – განაცხადა პროკურორმა.

საქართველოს პროკურატურამ გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ლევან ვეფხვაძის თქმით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება.

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დარბევის საქმეზე, სხვა პირებთან ერთად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის არის ბრალდებული. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]