დღეს საქართველოში გამოვლენილი კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1575 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 543
შიდა ქართლი – 280
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 236
ქვემო ქართლი – 226
კახეთი – 166
აჭარა – 148
გურია – 93
მცხეთა-მთიანეთი – 86
სამცხე-ჯავახეთი – 84
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 44 723 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 37 285 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
- 6266 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 1555 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 344 პირი;
- 1172 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში;
საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსი 882 822 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 825 442 გამოჯანმრთელდა. ვირუსს ჯამში 12 631 პირი ემსხვერპლა.