weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ყველა უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება მოკრძალებული ახალი წელი გვქონდეს – გამყრელიძე

14:33 შაბათი, 11 დეკემბერი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, ახალი წლის დღესასწაული „რაც შეიძლება მოკრძალებულად“ აღნიშნოს.

გამყრელიძის თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილიზაციისკენ მიდის, თუმცა ყოველდღიურად გამოვლენილი კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

„ახალი წელი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია. ყველას ვუსურვებ პანდმიის დასრულებას 2022 წელს, მაგრამ მაინც ყველა უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მოკრძალებული გვქონდეს ეს დღესასწაული, ანუ თავი ავარიდოთ ძალიან დიდი შეკრებებს, ყველგან ვიყოთ პირბადით – იქნება შიდა/დახურული თუ გარე სივრცე, ყველა შეკრება იქნება თუ ბავშვებისთვის კონცერტი, ადამიანები იყვნენ აცრილი, დაუშვან მხოლოდ მწვანე პასპორტებით“, – ამბობს ამირან გამყრელიძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 3542 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 64 ადამიანი კი გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში კოვიდინფიცირების 45 967 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6164 ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს. 1560 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 334 პირი. 

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსი ლაბორატორიულად 886 364 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 827 676 გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 695 გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]