ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოში განაცხადეს, რომ ბავშვს ბარძაყის არეში ერთი ღია ჭრილობა ჰქონდა. ექიმის თქმით, მისი და კიდევ ორი პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათ სახლში სავარაუდოდ დღეს გაწერენ.
რაც შეეხება კიდევ ორ დაჭრილს - თავდამსხმელის ყოფილ სიდედრსა და სიმამრს, საავადმყოფოში შეყვანის დროს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. წუხელ, კატასტროფის ბრიგადამ ისინი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.
სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაახლოებით 40 წლის მამაკაცი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოჯახში ძალადობისთვის ის უკვე იხდიდა სასჯელს.