weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ფსიქოტროპული მედიკამენტების დოზირებაში დარღვევა არ არის – ფსიქიატრი სააკაშვილზე

10:50 ორშაბათი, 13 დეკემბერი 2021

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრის, ფსიქიატრ მარინე კურატაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღება თერაპიულ დოზირებას არ სცილდება.

მარინე კურატიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ერთ-ერთი ფსიქოტროპული მედიკამენტი სააკაშვილს გაზრდილი დოზით არ მიუღია, ხოლო მეორე მედიკამენტს ახლაც იღებს და ის „დიდი ხნით ადრე“, უცხოელ ექიმებს აქვს დანიშნული.

„ჩვენ შევისწავლეთ სამედიცინო დოკუმენტაცია, გავესაუბრეთ მის მკურნალ ექიმს, კოლეგების წინა ჩანაწერებსაც გავეცანი და ბატონ მიხეილსაც გავესაუბრეთ საკმაოდ დიდხანს და დაწვრილებით. რა თქმა უნდა, არის გარკვეული პრობლემები ფსიქიკური სფეროს მხრივ, მაგრამ ახლა დიაგნოზზე ვერ ვილაპარაკებ - უნდა შევჯერდეთ ჩემს კოლეგებთან და შემდეგ დასკვნას დავდებთ. 

რა თქმა უნდა, [ფსიქოტროპული] წამლები რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით ინიშნება: ჯერ ერთი - უნდა იყოს დიაგნოზის შესაბამისი, შემდეგ იწყება მინიმალური, ეფექტური თერაპიული დოზით და იმის მიხედვით, თუ რა შედეგს მივიღებთ, უნდა მოიმატოს მაქსიმალურ თერაპიულ დოზამდე. ამ მხრივ, დოზირებაში არანაირი დარღვევა არ არის, რაც ვნახეთ, თერაპიულ დოზირებას არ სცილდება“, – განაცხადა მარინე კურატიშვილმა. 

კითხვაზე, რა მიმართულებით იმუშავებს მესამე პრეზიდენტთან, კურატიშვილმა განაცხადა, რომ სამედიცინო ჯგუფის წევრებმა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ ერთობლივად უნდა შეაფასონ.

„რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემები მას აქვს და სჭირდება დახმარება - როგორც მედიკამენტური, სავარაუდოდ, ასევე ფსიქოთერაპიული“, – აღნიშნა მარინე კურატიშვილმა.

რამდენიმე დღის წინ ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში ფსიქოტროპული პრეპარატი ჰქონდა დანიშნული, რაც შიმშილობის დროს დაუშვებელი იყო. ჯიშკარიანის თქმით, ადგილი ჰქონდა პრეპარატის ჭარბ და არაადეკვატურ გამოყენებას, რამაც ნეიროლეფსიური სინდრომი გამოიწვია. 

„ჩვენთვის გაუგებარია, რატომ იყო ეს პრეპარატი გამოყენებული და პრაქტიკულად, ცენტრი „ემპათია“ რომ არ ყოფილიყო, შესაძლებელია მისი მდგომარეობა გაუარესებულიყო და სასამართლზე წარდგენის საშუალება არ ჰქონოდა. ამგვარი პრეპარატების არამიზნიბრივი გამოყენება გავრცელებუყლი იყო საბჭოთა კავშირში, როდესაც დისიდენტებს სპეციალურ დიაგნოზებს უსვამდნენ და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში ათავსებდნენ“, – აცხადებდა მარიამ ჯიშკარიანი. 

მისივე თქმით, ნეიროლეფსიური სინდრომის კუპირება (შეწყვეტა) დანიშნულების შეცვლით მოხერხდა და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]