საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების კუთხით სკოლებში სტაბილური ვითარებაა და ბოლო ორი კვირის განმავლობაში დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რიცხვი იკლებს.
„ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 89 სკოლა და 398 ცალკეული კლასი. საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე რისკის ჯგუფის 110 მასწავლებელია.
შემცირებულია ინფიცირებულ პედაგოგთა რიცხვი. ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებლების 0.6%-ს დაუდასტურდა, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.
ამ ეტაპისთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 71.7%-ია აცრილი.