weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საჩხერეში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აშენდება

10:13 ოთხშაბათი, 06 სექტემბერი 2017

საჩხერეში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აშენდება. ცენტრის მშენებლობა მთლიანად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 142 515 ლარია.

ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე) საჩხერის გამგეობამ მიმდინარე წლის 16 აგვისტოს გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების მიღება დღეიდან დაიწყო და 11 სექტემბერს, 14.30 საათზე დასრულდება. 

პროექტის მიხედვით, ცენტრის შენობა ერთსართულიანი იქნება. მისი მშენებლობა 2017 წლის 1 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. შენობის ექსპლუატაციაში მიღება ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მოხდება. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]